იერუსალიმში აშშ-ის საელჩო 20 ივნისამდე დაიხურება

იერუსალიმში აშშ-ის საელჩო 20 ივნისამდე დაიხურება - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ.
დახურვის მიზეზი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გახდა.
საელჩოსთან ერთად, დაიხურება საკონსულო სამსახურები იერუსალიმსა და თელ ავივში.
ამ ეტაპზე უცნობია, როგორ დაეხმარებიან ამერიკელ მოქალაქეებს ისრაელის დატოვებაში.