ისრაელ კაცი: ჩვენმა ავიაგამანადგურებლებმა ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინას დაარტყეს

18.06.25 18:13
ისრაელ კაცი: ჩვენმა ავიაგამანადგურებლებმა ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინას დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლებმა ახლახან გაანადგურეს ირანული რეჟიმის შიდა უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინა, რაც ირანელი დიქტატორისთვის ხალხის ჩაგვრის მთავარი ინსტრუმენტია, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაციმ განაცხადა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა დღეს დილით ასევე თქვა, რომ ღამის განმავლობაში "თეირანს ტორნადომ გადაუარა". 

მაუწყებლობიდან დაწყებული სამთავრობო სიმბოლოები იბომბება და ნადგურდება და მალე სხვა ობიექტებსაც იგივე ელით, მაცხოვრებლები გარბიან. ასე ინგრევა დიქტატურები." - თქვა მან.