მედია: ირანის სულ მცირე 3-მა სამთავრობო თვითმფრინავმა ქვეყანა დატოვა

18.06.25 19:32
მედია: ირანის სულ მცირე 3-მა სამთავრობო თვითმფრინავმა ქვეყანა დატოვა

ირანის სამოქალაქო ავიაციის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მიუხედავად, ოთხშაბათს ქვეყანა ირანის მთავრობის სახელზე რეგისტრირებულმა სულ მცირე სამმა თვითმფრინავმა დატოვა - ამის შესახებ israel national news იტყობინება.

გამოცემა წერს, რომ ამჟამად უცნობია, ვინ იმყოფებოდა ბორტზე. მათივე ცნობით, თვითმფრინავები ომანის მიმართულებით გაფრინდნენ და Reuters-ის ინფორმაციით, ბორტიდან ირანის დელეგაცია ჩამოვიდა. 

შეგახსენებთ, რომ ომანი აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ მოლაპარაკებებში მთავარ შუამავლად ითვლება.