ნაპოვნია კიდევ 23 ცხედარი - კიევში რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა
უკრაინაში რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. მომხდარის გამო, კიევში გლოვის დღე გამოცხადდა და დედაქალაქის მასშტაბით დროშები ნახევრად დაუშვეს.
უკრაინელმა მაშველებმა რუსეთის მასირებული შეტევისას კიევის სოლომენსკის რაიონში განადგურებული სახლის ადგილზე სამძებრო ოპერაცია დაასრულეს.
ბოლოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციისას, რომელიც 39 საათზე მეტხანს გაგრძელდა, კიდევ 23 ცხედარი იპოვეს.
როგორც Reuters წერს, ეს წელს რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა. მათივე ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 440 დრონი და 32 რაკეტა გაუშვა, რამაც არაერთი საცხოვრებელი კორპუსი მნიშვნელოვნად დააზიანა.