ისრაელმა ირანის არააქტიურ ბირთვულ რეაქტორსა და სამხედრო სამიზნეებს დაარტყა - ბალისტიკური რაკეტებით იბომბება ისრაელიც
ისრაელი ადასტურებს, რომ საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლებმა თავდასხმა განახორციელეს ირანის არაკის რეგიონში მდებარე არააქტიურ ბირთვულ რეაქტორზე.
- რეაქტორის მშენებლობა 1997 წელს დაიწყო, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის გამო არ დასრულებულა.
დილიდან ირანში ისრაელის 40-მდე ავიაგამანადგურებელმა სამხედრო სამიზნეეები დაბომბა, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საბრძოლო მასალის დიდი საწყობებიცაა.
დილიდან საჰაერო განგაშის და აფეთქებების ხმები ისმის ასევე ისრაელში. ირანმა თელავივისკენ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. იერიშის შედეგად დაბომბილია ისრაელში სიდიდით მესამე საავადმყოფო, სახელწოდებით “სოროკა”. ნგრევა დაფიქსირდა თელ-ავივის ცენტრში დასახლებული ზონასა და ბიზნეს-ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზეც. დაშავებულია ათობით ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რაკეტების უმეტესი ნაწილი ისრაელის თავდაცვამ ჰაერში გაანეიტრალა, თუმცა რამდენიმე რაკეტამ თავდაცვითი ზღუდის გარღვევა მაინც მოახერხა.