რას ამბობს ტრამპი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით

19.06.25 10:11
რას ამბობს ტრამპი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით

მსოფლიო ამერიკის საპასუხო ნაბიჯების მოლოდინშია - აიათოლას მუქარის მიუხედავად, ტრამპი აცხადებს რომ სამხედროო ჩარევასთან დაკავშირებით, თეთრ სახლს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ამერიკის პრეზიდენტს ჰკითხეს: რა მოხდება ირანის რეჟიმის დაცემის შემთხვევაში? - პასუხად ის ამბობს, რომ გეგმა ყველაფრისთვის აქვს და იმეორებს, რომ საუკეთესო გამოსავალი ირანის მხრიდან ბირთვული შეთანხმების გაფორმება იქნებოდა.  რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ტრამპმა დაანონსა რომ ამის შესახებ "ის საომარ ოთახში შეხვედრებს გამართავს თავისი გუნდის წევრებთან".

„მაქვს იდეები, თუ რა უნდა გავაკეთო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია - მომწონს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ერთი წამით ადრე, სანამ დრო მოვა, რადგან ყველაფერი იცვლება. ვგულისხმობ, განსაკუთრებით ომის დროს, ყველაფერი იცვლება ომის დროს, ეს შეიძლება ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავიდეს“, - განაცხადა ტრამპმა.