თავდაცვის ძალებს დავავალე, ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმები გააძლიერონ - კაცი

19.06.25 12:16
თავდაცვის ძალებს დავავალე, ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმები გააძლიერონ - კაცი

პრემიერ-მინისტრთან ერთად, ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ ირანში სტრატეგიული სამიზნე და თეირანში სამთავრობო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმები გააძლიერონ, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. 

მისი თქმით, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი "ომის დანაშაულებისთვის პასუხს აუცილებლად აგებს".

მე, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ ირანში სტრატეგიული სამიზნე და თეირანში სამთავრობო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმები გააძლიერონ, რათა ისრაელის წინაშე არსებული საფრთხე აღმოიფხვრას და აიათოლას რეჟიმის დესტაბილიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.