ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

21.06.25 09:55
ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჟენევაში ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოლაპარაკებების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ მზაობა გამოთქვა უახლოეს მომავალში საფრანგეთთან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან და ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე.

ამასთან, აბას არაღჩიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება.

მხარს ვუჭერთ E3-თან [საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი] და ევროკავშირთან საუბრების გაგრძელებას და უახლოეს მომავალში შეხვედრისთვის ჩვენი მზაობა გამოვხატეთ”, - განაცხადა არაღჩიმ.

მსგავსი სიახლეები