ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

21.06.25 10:02
ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა - სომხეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის აუდიენცია სტამბულში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, ერდოღანის სამუშაო ოფისში გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ერდოღანთან დახურულ კარს მიღმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხი განიხილა. 

პრეზიდენტ ერდოღანთან სტამბოლში სიღრმისეული საუბარი მქონდა. განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესი, რეგიონული მოვლენები და უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობა. სომხეთი ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენების ერთგული რჩება". - წერს ფაშინიანი. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სომხეთისა და თურქეთის დელეგაციები, მათ შორის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი. 

მსგავსი სიახლეები