რუსების მიერ გაშვებული დრონებიდან 140 ჩამოვაგდეთ - უკრაინის საჰაერო ძალები

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 272 დრონი, ორი Kh-47M2 „კინჟალის“ ტიპის რაკეტა, ოთხი „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა და ორი „ისკანდერ-K“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.
უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა 140 რუსული დრონი, სამი „ისკანდერ-K“-ს ტიპის რაკეტა, ერთი „კინჟალისა“ და ერთი „კალიბრის“ ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, 112 დრონი და თითო „ისკანდერ-K“-ს, „კალიბრისა“ და „კინჟალის“ ტიპის რაკეტა ლოკაციურად დაიკარგა.
რუსების თავდასხმის ძირითადი სამიზნე ქალაქი კრემენჩუკი იყო.