საჭიროა, გამოცხადდეს უკრაინის ნეიტრალიტეტი - პუტინი

21.06.25 14:47
საჭიროა, გამოცხადდეს უკრაინის ნეიტრალიტეტი - პუტინი

ვლადიმერ პუტინი უკრაინისგან "ნეიტრალიტეტის" გამოცხადებას ითხოვს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS ავრცელებს. 

მათივე ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ უკრაინაში "კრიზისის მოსაგვარებლად" საჭიროა, გამორიცხული იყოს უკრაინაში ბირთვული იარაღის გაჩენის შესაძლებლობა.

საჭიროა, გამოცხადდეს უკრაინის ნეიტრალიტეტი, მიუმხრობლობა ნებისმიერ უცხო ალიანსთან და ასევე გამორიცხული უნდა იყოს ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობა," თქვა პუტინმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში. 

ამასთან, პუტინი აღნიშნავს, რომ ამ პირობების უგულებელყოფა, მათ შორის, უკრაინის "დონბასსა და ნოვოროსიაზე რუსეთის სუვერენიტეტის" არ აღიარება, "შეიარაღებული კონფლიქტის გაგრძელების შესაძლებლობას" ნიშნავს. 

მსგავსი სიახლეები