ლუკაშენკომ მთავარი ოპონენტი, პოლიტპატიმარი, სერგეი ტიხანოვსკი გაათავისუფლა

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელორუსული ოპოზიციის ლიდერი, სერგეი ტიხანოვსკი პატიმრობიდან გაათავისუფლა - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
- სერგეი ტიხანოვსკი პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარია.
პოლიტპატიმრის შეწყალებას წინ უძღოდა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენლის ვიზიტი ბელორუსში და შეხვედრა ლუკაშნეკოსთან.
ტიხანოვსკიმ უკვე დატოვა ბელორუსი. მედიის ინფორმაციით, ბელორუსის ციხიდან გაათავისუფლეს კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პატიმარი.