ტრამპი: აშშ-მ ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევა განახორციელა

22.06.25 10:20
ტრამპი: აშშ-მ ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევა განახორციელა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევა განახორციელა. შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.

ჩვენ წარმატებით დავასრულეთ შეტევა ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე — ფორდოზე, ნატანზსა და ისფაჰანზე. ყველა თვითმფრინავი უკვე ირანის საჰაერო სივრცის მიღმა იმყოფება. ფორდოზე, ძირითად ობიექტზე, სრული საბრძოლო ბომბების მარაგი იქნა ჩამოგდებული. ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ ბრუნდება უკან. ვულოცავთ ჩვენს დიდ ამერიკელ მებრძოლებს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელსაც ეს შეეძლო“, — განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

შეტევის შედეგების შესახებ ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები