იერიში ირანის ბირთვულ ობიექტებზე: პირველად ისტორიაში აშშ-მა 13 ტონიანი სუპერბომბი გამოიყენა - The New York Times

22.06.25 10:31
იერიში ირანის ბირთვულ ობიექტებზე: პირველად ისტორიაში აშშ-მა 13 ტონიანი სუპერბომბი გამოიყენა - The New York Times

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშებისას პირველად რეალურ საბრძოლო პირობებში 13-ტონიანი ბობმი GBU-57 Massive Ordnance Penetrator გამოიყენა, — იუწყება The New York Times.

გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-მ გამოიყენა ბომბა MOP, რომელსაც ბირთვული ბუნკერების გამანადგურებლადაც მოიხსენიებენ. სავარაუდოდ, იგი გამოყენებული იყო მთის ქვეშ მდებარე ფორდოს ბირთვული კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ.

ასევე, ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურად განაცხადა, რომ იმ ავიაიერიშებს, რომლებიც კვირა დილის საათებში განხორციელდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე, ამერიკული B-2 ტიპის ბომბდამშენები ასრულებდნენ. მათ დაახლოებით 37 საათის განმავლობაში იფრინეს შეჩერების გარეშე მისურის შტატიდან და რამდენჯერმე ჰაერში შეივსეს საწვავი.

ღამით, 22 ივნისს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე — მათ შორის ფორდოზე, ნატანზსა და ისფაჰანზე — იერიში მიიტანა. ფორდოზე, რომელიც ძირითად ობიექტად ითვლება, ჩამოაგდეს ბომბების სრული საბრძოლო მარაგი.

შეტევის შემდეგ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა OSINT-ანგარიშის — Open Source Intel-ის — სკრინშოტი წარწერით: „ფორდო აღარ არსებობს“.

მან ასევე განაცხადა, რომ ირანმა დაუყოვნებლივ უნდა გააფორმოს სამშვიდობო შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა ქვეყნის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე „გაცილებით მასშტაბურ“ იერიშებს მიიტანს. ეს განცხადება მან თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციისას გააკეთა.

მსგავსი სიახლეები