ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის გამო ირანი აშშ-ს „გრძელვადიანი შედეგებით“ ემუქრება"

22.06.25 10:39
ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის გამო ირანი აშშ-ს „გრძელვადიანი შედეგებით“ ემუქრება"

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის გამო აშშ საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა. 

დიპლომატის განცხადებით, ირანი „იტოვებს ყველა ვარიანტს“ თავის დასაცავად. ეს იყო ირანის ხელისუფლების პირველი საჯარო რეაქცია აშშ-ის იერიშზე, - წერს The Wall Street Journal.

„ამ დილის მოვლენები შოკისმომგვრელია, სამარცხვინო და ექნება ხანგრძლივი შედეგები,“ — განაცხადა არაღჩიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო უნდა აღშფოთდეს აშშ-ის „უკიდურესად საშიში, უკანონო და დანაშაულებრივი ქცევის“ გამო.

ღამით, 22 ივნისს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე — მათ შორის ფორდოზე, ნატანზსა და ისფაჰანზე — იერიში მიიტანა. ფორდოზე, რომელიც ძირითად ობიექტად ითვლება, ჩამოაგდეს ბომბების სრული საბრძოლო მარაგი.

შეტევის შემდეგ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა OSINT-ანგარიშის — Open Source Intel-ის — სკრინშოტი წარწერით: „ფორდო აღარ არსებობს“.

მან ასევე განაცხადა, რომ ირანმა დაუყოვნებლივ უნდა გააფორმოს სამშვიდობო შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა ქვეყნის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე „გაცილებით მასშტაბურ“ იერიშებს მიიტანს. ეს განცხადება მან თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციისას გააკეთა.

მსგავსი სიახლეები