ტრამპი აშშ-ის იერიშებზე ირანში: ან იქნება მშვიდობა, ან გაცილებით დიდი ტრაგედია — სამიზნეები ჯერ კიდევ ბევრია

22.06.25 11:10
ტრამპი აშშ-ის იერიშებზე ირანში: ან იქნება მშვიდობა, ან გაცილებით დიდი ტრაგედია — სამიზნეები ჯერ კიდევ ბევრია

ირანმა დაუყოვნებლივ უნდა გააფორმოს სამშვიდობო შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა ქვეყნის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე „გაცილებით მასშტაბურ“ იერიშებს მიიტანს, —  ამის შესახებ დონალდ ტრამპა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე შეტევის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

ამერიკელმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპერაციის მიზანი იყო იმ ბირთვული საფრთხის ლიკვიდაცია, რომელსაც ირანის ბირთვული ობიექტები წარმოადგენდა. მისი თქმით, ეს ობიექტები „სრულიად და უაღრესად განადგურებულია“. 

„ან იქნება მშვიდობა, ან ტრაგედია ირანისთვის — გაცილებით მძიმე, ვიდრე ის, რაც ბოლო რვა დღის განმავლობაში ვიხილეთ. გახსოვდეთ, ჯერ კიდევ ბევრი სამიზნეა დარჩენილი. დღევანდელი იყო ყველაზე რთული და, შესაძლოა, ყველაზე მომაკვდინებელი. მაგრამ თუ მშვიდობა არ დამყარდება სწრაფად, ჩვენ სხვა მიზნებსაც დავარტყამთ სიზუსტით, სისწრაფითა და ოსტატობით. მათგან უმეტესის განადგურება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, - განაცხადა ტრამპმა. 

ტრამპმა ცალკე აღნიშნა ირანის ხანგრძლივი აგრესიული რიტორიკა აშშ-ის მიმართ. ასევე საქებრად მოიხსენია კოორდინაცია ისრაელთან, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის სამხედროებს, რომლებიც, მისი თქმით, „შესანიშნავად იმუშავეს“.

მინდა, მადლობა გადავუხადო და მივულოცო პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. ჩვენ ვიმუშავეთ როგორც გუნდმა — ისე, როგორც, შესაძლოა, არცერთი გუნდს არ უმუშავია აქამდე. და ჩვენ დიდი გზა გავიარეთ იმისთვის, რომ წაგვეშალა ის საშინელი საფრთხე, რაც ისრაელს ემუქრებოდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ისრაელის სამხედროებს იმ შესანიშნავი მუშაობისთვის, რაც მათ ჩაატარეს, — დაამატა ტრამპმა.

22 ივნისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანა.

მსგავსი სიახლეები