აშშ-ს იერიშების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში მიდის - ჩაერთვება თუ არა რუსეთი ომში

ამერიკულმა უხმო ბომბდამშენებლმა წამებში გაანადგურა 80 მეტრის სირღმეში დამალული ბირთვული ბუნკერები, რომლებიც ურანის მარაგებით იყო სავსე. ირანი ზიანს ოფიციალურად უარყოფს, თუმცა დარტყმების ეფექტურობას სატელიტური ფოტოები ადასტურებს. ირანის ბირთვული პროგრამა წლებით უკან დააბრუნეს და თეირანის ამბიციებიც ჩაახშეს.
ეს იყო ამერიკის და ისრაელის ერთობლივი საიდუმლო ოპერაცია, რომელსაც დონალდ ტრამპმა სანახაობრივი სამხედრო წარმოდგენა უწოდა. ოპერაცია „შუაღამის ურო“ - ტექნიკურად ურთულესი იყო, მაგრამ როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, ორმა მოკავშირე ქვეყანამ ქირურგიული სიზუსტით ღამის იერიში მოაწყო და ირანის სამი მთავარი ბირთვული ინფრასტრუქტურა მოშალა.
გამანადგურებელი ღამის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ჩასვლა და პუტინთან შეხვედრა დაანონსა. ჩაერთვება თუ არა რუსეთი ისრაელისა და ირანის ომში - ეს კითხვა ახლა ყველაზე აქტუალურია.
ვცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.