რუსეთმა კიევის რეგიონზე მასიური დარტყმა განახორციელა - დაიღუპა ქალი, ცეცხლი გაუჩნდა საავადმყოფოს

23.06.25 09:58
რუსეთმა კიევის რეგიონზე მასიური დარტყმა განახორციელა - დაიღუპა ქალი, ცეცხლი გაუჩნდა საავადმყოფოს

23 ივნისის ღამეს რუსეთის მასიური შეტევის სამიზნე კიევის რეგიონი იყო: დარტყმები დაფიქსირდა სამ რაიონში, დაიღუპა ქალი, დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის ორი მაშველი. ამის შესახებ ცნობებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, ყველაზე მეტად დაზარალდა ბელაია ცერკვის და ბუჩას რაიონები. ქალაქ ბელაია ცერკვაში ცეცხლი გაუჩნდა ორ სართულზე განლაგებულ სასტუმროს შენობას, სადაც კერძო საავადმყოფო იყო განთავსებული. ხანძრის ფართობი 1500 კვადრატულ მეტრს აღწევდა. დილის 6:28 საათისთვის ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობდა. მაშველებმა შენობიდან ექვსი მძიმე ავადმყოფი პაციენტი გამოიყვანეს.

„ასევე გრძელდება კერძო საცხოვრებელი სახლების ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმე მისამართზე. ადგილზე მუშაობენ ყველა შესაბამისი სამსახური,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაიღუპა 1957 წელს დაბადებული ქალი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, განმეორებითი რუსული დაბომბვის დროს ორი მაშველი დაშავდა. ჯამში ცნობილია რვა დაშავებულის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ დაზუსტდება.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ ბორისპოლის რაიონში მტრის იერიშის შედეგად დაიწვა ორი კერძო სახლი, ხოლო ბუჩას რაიონში დაზიანდა ოთხი სახლი და სამი ავტომობილი.

მსგავსი სიახლეები