„თამაში არ დასრულებულა“ - ირანის ლიდერის მრჩეველი აშშ-ს დარტყმებზე

იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-სა და ისრაელის დარტყმები ირანის ბირთვულ ობიექტებს სრულად გაანადგურებს, ეს არ ნიშნავს, რომ დაპირისპირება დასრულდება, - ამის შესახებ ირანის უმაღლესი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის მთავარმა მრჩეველმა ალი შამხანიმ განაცხადა, იუწყება CNN.
„თუნდაც ვივარაუდოთ (ბირთვული) ობიექტების სრული განადგურება, თამაში ამით არ მთავრდება“, – აღნიშნა შამხანიმ.
მან ასევე დააანონსა „სიურპრიზები“ ირანის მოწინააღმდეგეებისთვის.
„გამდიდრებული მასალები, ადგილობრივი ცოდნა და პოლიტიკური ნება ხელშეუხებელი დარჩება და სიურპრიზები გაგრძელდება“, – განაცხადა ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველმა.
22 ივნისის ღამეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ იერიში მიიტანა ირანის ბირთვულ ობიექტებზე. მისი თქმით, შეტევა განხორციელდა ქვეყნის სამ ბირთვულ ობიექტზე: ფორდოზე, ნათანზსა და ისფაჰანზე.