ირანთან ომის შესახებ ტრამპი ახალ გაცხადებას აკეთებს

23.06.25 10:21
ირანთან ომის შესახებ ტრამპი ახალ გაცხადებას აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, არსებული ხელისუფლება „ქვეყანას ძველ დიდებას ვერ დაუბრუნებს".

სოციალურ ქსელში Truth Social ტრამპმა რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ჩარევის შესახებ. კერძოდ, აღნიშნა სტრატეგიული ბომბდამშენების B-2-ის წარმატებული დაჯდომა მისურიში:

„ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიყენებული ზიანი, როგორც ამბობენ, მონუმენტურია. დარტყმები ზუსტი და ძლიერი იყო. ჩვენი სამხედროებმა დიდი ოსტატობა აჩვენეს. გმადლობთ!“

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ „რეჟიმის შეცვლის“ ტერმინის გამოყენება პოლიტიკური კუთხით არაკორექტულია, მაგრამ თუ ირანის მოქმედი რეჟიმი „ირანს ძველ დიდებას ვერ დაუბრუებს“, მაშინ რატომ არ უნდა შეიცვალოს?

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა ავიაციამ განახორციელა პირველი ერთდროული იერიში ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე, სადაც გამოიყენეს B-2 ბომბდამშენები და „ტომაჰავკის“ რაკეტები წყალქვეშა ნავებიდან.

ეს ოპერაცია ისტორიაში შევიდა როგორც აშშ-ის პირველი პირდაპირი სამხედრო მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ. პრეზიდენტმა ტრამპმა თავდასხმები „ძალიან წარმატებულად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაბრუნდა.

ირანის უმაღლესი ლიდერის მთავარი მრჩევლის, ალი შამხანის განცხადებით, ბირთვული ობიექტების განადგურების შემდეგაც კი დაპირისპირება არ დასრულდება. ექსპერტების ვარაუდით, მოსალოდნელია იერიშები აშშ-ის სამხედრო ბაზებზე.

მსგავსი სიახლეები