"თეირანის თავზე შავი კვამლის სქელი სვეტებია"- მედიის ცნობით, ირანის დედაქალაქ თეირანზე მასშტაბური იერიშებია

23.06.25 14:28
"თეირანის თავზე შავი კვამლის სქელი სვეტებია"- მედიის ცნობით, ირანის დედაქალაქ თეირანზე მასშტაბური იერიშებია

ირანის დედაქალაქ თეირანზე მასშტაბური იერიშებია - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, Euronews Persian-ი ადასტურებს, რომ თეირანის თავზე შავი კვამლის სქელი სვეტებია, რამდენიმე რაიონში გათიშულია ელექტროენერგია, სრულად შეწყვეტილია სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის პირდაპირი მაუწყებლობა.

პირველადი ცნობები მიუთითებს, რომ თავდასხმა მოხდა რამდენიმე საკვანძო ადგილზე. მათ შორისაა:

- ევინის ციხე

- სახელმწიფო მაუწყებლის შტაბ-ბინა

- პოლიციის სამეთაურო შტაბი

ასევე არსებობს დაუდასტურებელი ცნობები, რომ ევინის ციხის გარე კედლის ნაწილი ჩამოინგრა დარტყმების შედეგად.

ისრაელის არმია ადასტურებს, რომ თეირანში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სერია განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა: „ჩვენ ვიწყებთ უპრეცედენტო თავდასხმას რეჟიმის და მისი რეპრესიული აპარატის კუთვნილ სამიზნეებზე თეირანის გულში“- წერს Euronews-ი.

ფოტო: არქივი 

მსგავსი სიახლეები