Mehr: სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზა იერიშების სამიზნე გახდა

23.06.25 14:45
Mehr: სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზა იერიშების სამიზნე გახდა

აშშ-ის სამხედრო ბაზა სირიაში თავდასხმის სამიზნე გახდა — ამის შესახებ  ირანული სააგენტო Mehr, წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მათი ინფორმაციით, შეტევა განხორციელდა ამერიკის შეიარაღებული ძალების ბაზაზე ქასრუკის რაიონში, დასავლეთ ჰასაკეს პროვინციაში.

სააგენტო არ აკონკრეტებს, ვინ განახორციელა იერიში.

შეგახსენებთ, 22 ივნისის ღამეს აშშ-მა ირანში სამი ძირითადი ბირთვული ობიექტი – ფორდო, ნათანზი და ისფაჰანი დაბომბა.. დონალდ ტრამპის განცხადებით, ყველა მათგანი განადგურდა, თუმცა ირანმა ეს ინფორმაცია უარყო. ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა, აღნიშნა, რომ აშშ-მა პასუხი უნდა აგოს ამ თავდასხმაზე.

როგორც The New York Times წერდა, ირანის სავარაუდო საპასუხო ნაბიჯებს შორისაა ასიმეტრიული ოპერაციები, მათ შორის ამერიკულ ძალებზე შეტევები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

მსგავსი სიახლეები