ირანმა კატარსა და ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებს რაკეტებით შეუტია - მედია
Reuters-ი იტყობინება, რომ ირანმა კატარში და ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
მედიის ცნობით, ირანმა კატარში მდებარე ალ-უდეიდას ავიაბაზას 6 რაკეტით, ხოლო ერაყში მდებარე აინ ალ-ასადის ბაზას ერთი რაკეტით შეუტია.
Reuters-ის თანახმად, კატარის დედაქალაქ დოჰას ცაზე აფეთქებების ხმა ისმოდა. რაც შეეხება ერაყს, აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა.