კატარის საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტები გაანეიტრალა - მედია

23.06.25 21:41
კატარის საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტები გაანეიტრალა - მედია

კატარის საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტები გაანეიტრალა, - ამის შესახებ საგენტო Reuters-ი იუწყება

კატარის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად აშშ-ის ავიაბაზაზე არავინ დაშავებულა.

ამასთან, მედია იტყობინება, რომ კატარი აშშ-ის ალ-უდეიდას ავიაბაზაზე თავდასხმის შემდეგ უფლებას იტოვებს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ირანს უპასუხოს.

შეგახსენებთ, ირანმა კატარსა და ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებს რაკეტებით შეუტია. ირანმა კატარში მდებარე ალ-უდეიდას ავიაბაზას მიმართულებით 6 რაკეტა, ხოლო ერაყში მდებარე აინ ალ-ასადის ბაზის მიმართულებით ერთი რაკეტა გაუშვა.

მანამდე, კატარმა საჰაერო სივრცე დახურა. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე მიიღეს და მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.