ოკუპანტებმა სუმის ოლქს დრონებით შეუტიეს - დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია

24.06.25 10:00
ოკუპანტებმა სუმის ოლქს დრონებით შეუტიეს - დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია

ღამით რუსეთმა სუმის ოლქზე დრონებით მასირებული იერიშები მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერლა.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ გრიგოროვის ცნობით, მასირებული თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა ვერხნესიროვატსკის თემის დასახლება. იერიშის შედეგად დაიღუპა მამაკაცი, ქალი და 8 წლის ბიჭი. სუმის ოლქში მაშველები მთელი ღამე მუშაობდნენ. ნანგრევებიდან სამი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ასევე ნაპოვნია ბავშვის ცხედარი.

სუმის ოლქის პოლიცია ასევე იტყობინება, რომ იერიშის შედეგად დაახლოებით 30 საცხოვრებელი სახლი და 4 ავტომობილი დაზიანდა. გაჩნდა დიდი ხანძარი. 

მსგავსი სიახლეები