ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში განახორციელა - დაღუპულია 4 ადამიანი

24.06.25 10:43
ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში განახორციელა - დაღუპულია 4 ადამიანი

ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომელმაც მსოფლიოს ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შესახებ ამცნო, ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო იერიში განახორციელა.

გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, სამხრეთში მდებარე ქალაქ ბეერ-შევაში, სადაც ირანული რაკეტა სახლს მოხვდა, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. ისრაელის ჩრდილოეთში მძიმედ დაიჭრა ერთი ადამიანი. 

სამძებრო- სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, დღის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტა შეთანხმებულია.

მსგავსი სიახლეები