რუსეთის თავდასხმა დნეპროზე - დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, დაშავდა 70 ადამიანი

24.06.25 16:25
რუსეთის თავდასხმა დნეპროზე - დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, დაშავდა 70 ადამიანი

რუსეთის მიერ ქალაქ დნეპროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა, დაახლოებით 70 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე, სერხი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

დნეპრში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. დაახლოებით 70 დაშავებულია. მათ შორის ათი ბავშვია. დაჭრილებიდან ხუთი „მძიმეა“. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ.

რიცხვები ჯერ კიდევ ზუსტდება. სამწუხაროდ, ამ თავდასხმის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი მუდმივად იზრდება. თუმცა, შესაძლოა, მათი რიცხვი გაცილებით მეტი ყოფილიყო. დაზარალებულთა უმეტესობა დარტყმის დროს თავშესაფარში იმყოფებოდა. ამან ათობით სიცოცხლე გადაარჩინა.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: არ უგულებელყოთ საჰაერო თავდასხმის სირენები. აუცილებლად გადადით უსაფრთხო ადგილას,“ - განაცხადა ლისაკმა.

მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალაქ სამარაში კიდევ 9 ადამიანი დაშავდა, მათი უმეტესობა საავადმყოფოშია. ოთხი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

განახლებული მონაცემებით, დნეპრში მორიგი მტრის დაბომბვის შედეგად დაზიანდა 19 სკოლის, 10 საბავშვო ბაღის, პროფესიული სასწავლებლის და მუსიკალური სკოლის შენობები.

ასევე დაზიანდა სამი კლასგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულება და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი. ზიანი მიადგა 8 სამედიცინო დაწესებულებას.

დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა ოდესა-ზაპოროჟიეს მატარებელიც.