საბერძნეთის კუნძულ ქიოსზე გაჩენილ ხანძარს მესამე დღეა ასობით მეხანძრე ებრძვის
საბერძნეთის კუნძულ ქიოსზე გაჩენილ ხანძარს მესამე დღეა ასობით მეხანძრე ებრძვის. ხანძარმა ტყის და სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილი გაანადგურა. ევაკუირებულია ასობით ადამიანი.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, ხანძართან ბრძოლაში 400-ზე მეტი მეხანძრე, 14 ვერტმფრენი და 4 თვითმფრინავია ჩართული.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქიოსის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფლების მაცხოვრებლებს სახლების დატოვებისკენ მოუწოდა.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, ჩრდილოეთის ქარი ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ართულებს.