მედია: ნატო-ს სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
დონალდ ტრამპი ჰააგაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე მივიდა, -ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
ჰააგაში ჩასვლის შემდეგ, ის უკვე შეხვდა ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერს, დედოფალ მაქსიმას და გვირგვინოსან პრინცესა კატარინა-ამალიას.
არსებული ინფორმაციით, ტრამპი სასახლეში დაგეგმილ ოფიციალურ ვახშამში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ყველა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ტრამპი სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, რათა რუსეთის შეჭრა განიხილონ.
გამოცემა Politico-ს ცნობით, ტრამპი ჰააგაში ნატოს სამიტის ფარგლებში ზელენსკისთან შეხვედრას 25 ივნისს გეგმავს.