ირანში ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურებულია - ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ფეიკი“ უწოდა მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ ამერიკული გამანადგურებლების მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას მათი განადგურება არ მოჰყოლია.
პრეზიდენტმა ტრამპმა 24 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანში სამივე ბირთვულ ობიექტს „იდეალურად“ დაარტყეს და გაანადგურეს.
„ყალბი ამბების CNN-ი და წარუმატებელი New York Times-ი გაერთიანდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო დარტყმის დაკნინების მცდელობაში. ირანში ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურებულია! საზოგადოება აკრიტიკებს როგორც Times-ს, ასევე CNN-ს!“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.