ზელენსკი ტრამპს შეხვდა - საუბრის შინაარსი ცნობილია
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ჰააგაში, NATO-ს სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მათ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტაზე და მშვიდობის დამყარებაზე ისაუბრეს.
პრეზიდენტ ტრამპთან ხანგრძლივი და შინაარსიანი შეხვედრა მქონდა.
ჩვენ ყველა ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ.
მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს, მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს.
ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და რეალურ მშვიდობას.
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ხალხი.
ჩვენ ვაფასებთ ყურადღებას და მზადყოფნას მშვიდობის დამყარების ხელშეწყობის მიზნით.
დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი," - წერს ზელენსკი.