EPP group: მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ პერსონალური სანქციები საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ

26.06.25 16:06
EPP group: მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ პერსონალური სანქციები საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ

ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი სოციალურ ქსელში ოპოზიციის ლიდერების დაკავებას ეხმიანება და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები მიიღონ. 

ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ მიზნობრივი პერსონალური სანქციები საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას," - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, სტრასბურგში, ევროსაბჭოს შენობაში საქართველოს შესახებ დებატები დღეს, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. 

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძესაც.

მსგავსი სიახლეები