პუტინის განცხადებით, რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებების ახალი, მესამე რაუნდის ჩასატარებლად

27.06.25 21:05
პუტინის განცხადებით, რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებების ახალი, მესამე რაუნდის ჩასატარებლად

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი, მესამე რაუნდის ჩასატარებლად. 

მისი თქმით, მოლაპარაკებები შესაძლოა სტამბოლში გაიმართოს, თუმცა დრო და ადგილი ჯერ არ არის შეთანხმებული. 

პუტინის თქმით, წინა მოლაპარაკებებზე ორი მხარის მიერ წარდგენილ წინადადებებს შორის დიდი განსხვავებაა, თუმცა ის იმედს გამოთქვამს, რომ დიალოგის გაგრძელება ხელს შეუწყობს განსხვავების შემცირებას.

მან მინსკში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორივე მხარის მომლაპარაკებლები მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდნენ. მისი თქმით, რუსეთი მზადაა კიდევ 3 000 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნოს.

მსგავსი სიახლეები