ოდესაზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულები

28.06.25 10:13
ოდესაზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულები

რუსებმა ოდესაში 21 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - იერიშის გამო დაღუპულია ორი ადამიანი, დაჭრილია ოთხი. თავდასხმა შუაღამისას მოხდა. ადგილზეე გვიანობამდე მუშაობდნენ უკრაინელი მაშველები. 

დაჭრილებს ახლა სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ, დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც.

ამ ფონზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის მარინოვკას აეროდრომზე ორი რუსული ბომბდამშენი გაანადგურეს. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია კიდევ სხვა ორი ავიაგამანადგურებელიც. არსებული ინფორმაციით, რუსეთის სიღრმეში ბაზირებულ საბრძოლო თვითმფრინავებს შორი მანძილის დრონებით დაარტყეს.

მსგავსი სიახლეები