სომხეთში შირაქის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი დააკავეს
სომხეთში შირაქის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი დააკავეს - ადვოკატის თქმით, მიქაელ აჯაფაჰიანი ხელისუფლების დამხობის ბრალდებით არის დაკავებული.
მისი თქმით, მთავარეპისკოპოსი ბრალს არ აღიარებს.
ცნობისთვის, 25 ივნისს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლებმა ტავუშელი მთავარეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს.
მანამდე, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.