ვანო ნადირაძის ცხედარს კიევიდან თბილისში დღეს ჩამოასვენებენ

ვანო ნადირაძის ცხედარს კიევიდან თბილისში დღეს ჩამოასვენებენ - გამოსვენება აეროპორტიდან 17:50 საათზე მოხდება.
უკვე დაანონსებულია, რომ ქართველი მეომრის ცხედარს თბილისში ნადირაძის მეგობრები, ოჯახის წევრები, მოქალაქეები და თანამებრძოლები დახვდებიან.
უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ქართველი მეომრის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა კიევის ტაძარშიც.
მე და ვანო ერთმანეთს 2014 წლიდან ვიცნობთ, ერთად ვიბრძოდით დონბასში. ერთად ვიბძროდით ახლაცცც რუსეთის წინაარმდეგ. ის იყო საუკეთესო ლიდერი, მას შეეძლო ყველა ქართველი მებრძოლის გაერთიანება. ის იბრძოდაა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომებში.. შემდეგ კი რუსეთის წინაარმდეგ ბრძოლა უკრაინაშიც გადაწყვიტა", - ამბობს ვანო ნადირაძის თანამებრძოლი.