„ფრანს-პრესი“: პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა - დაღუპულია 16 ჯარისკაცი, არიან დაშავებულები
პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა - დაღუპულია 16 ჯარისკაცი, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, პაკისტანის ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, თვითმკვლელი ტერორისტი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანით სამხედრო კოლონას შეეჯახა.
პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, ექვსი ბავშვი დაშავდა.