რუსეთმა უკრაინას რეკორდული რაოდენობის რაკეტებითა და დრონებით შეუტია

29.06.25 13:05
რუსეთმა უკრაინას რეკორდული რაოდენობის რაკეტებითა და დრონებით შეუტია

29 ივნისის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას 537 საჰაერო საშუალებით შეუტიეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს. კერძოდ, რუსეთის მხრიდან გამოყენებული იყო 477 ტიპის „Shahed“-ის დრონი და სხვადასხვა ტიპის იმიტაციური უპილოტოები, რომლებიც გაშვებული იყო კურსკიდან, შატალოვოდან, ოროლიდან, ბრიანსკიდან, მილეროვოდან და ოკუპირებული ყირიმიდან. ამ რაოდენობიდან 250 ერთეული „შაჰედი“ იყო.

სარატოვის, კურსკის და ბრიანსკის ოლქებიდან მტერმა გაუშვა 41 ფრთოსანი რაკეტა Х-101/ისკანდერი, შავი ზღვის აკვატორიიდან — 5 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“, ხოლო კურსკის ოლქიდან — 3 საზენიტო მართული რაკეტა С-300.

„საჰაერო თავდასხმას ანეიტრალებდა უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაცია, საზენიტო სარაკეტო დანაყოფები, რადიოელექტრონული ბრძოლის  და უპილოტო სისტემების ქვედანაყოფები, ასევე მობილური საბრძოლო ჯგუფები,“ — ნათქვამია განცხადებაში.

 


 

მსგავსი სიახლეები