გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა.
გამოცემა Spiegel-ის ცნობით, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
ცნობისთვის, ეს იოჰან ვადეფულის პირველი ვიზიტია უკრაინაში.