კანადამ უკრაინას, გაყინული რუსული აქტივებიდან, $1.7 მილიარდი გადაურიცხა

30.06.25 19:37
კანადამ უკრაინას, გაყინული რუსული აქტივებიდან, $1.7 მილიარდი გადაურიცხა

კანადამ, G7-ის საგანგებო შემოსავლების დაჩქარების (ERA) ინიციატივის ფარგლებში,  უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან, დაახლოებით, 1.7 მილიარდი აშშ დოლარი გადაურიცხა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი წერს. 

პრემიერმინისტრის თქმით, უკრაინამ კანადისგან დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარი (2.3 მილიარდი კანადური დოლარი) მიიღო, ERA-ს ინიციატივის ფარგლებში. ეს თანხები დასავლეთში გაყინული რუსული აქტივების შემოსავლებიდან მოდის. მანვე აღნიშნა, რომ ამ ტრანშით, უკრაინამ, წლის დასაწყისიდან დაახლოებით 17.6 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, რუსული აქტივების იმობილიზაციის გზით.

მადლიერები ვართ კანადის, პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის და ამ ინიციატივაში ჩართული ყველა ადამიანის. ჩვენ მოვითხოვთ გაყინული რუსული აქტივების სრულ კონფისკაციას. ისინი საჭიროა აგრესიის მსხვერპლთა კომპენსაციისთვის და ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად. ეს ასევე იქნება სამართლიანობის აქტი მომავალში აგრესიული ომების თავიდან ასაცილებლად," - წერს ის. 

მსგავსი სიახლეები