უკრაინა და ევროკავშირი ახალ სავაჭრო პირობებზე შეთანხმდნენ - რას გულისხმობს შეთანხმება?

30.06.25 21:32
უკრაინა და ევროკავშირი ახალ სავაჭრო პირობებზე შეთანხმდნენ - რას გულისხმობს შეთანხმება?

ევროკომისიამ უკრაინასთან დაასრულა მოლაპარაკებები, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების გადახედვის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

მხარეებმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვაჭრობის ლიბერალიზაციის დებულებების განხილვის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს.

ამ მოდერნიზებული შეთანხმებით ჩვენ უკრაინიდან ევროპისა და გლობალური ბაზრებისკენ სავაჭრო კავშირებს უზრუნველვყოფთ. ასევე, რუსეთის უსამართლო აგრესიის ფონზე მდგრად და ეკონომიკური სოლიდარობის ხიდებს ვაშენებთ. ამავდროულად, ჩვენი ფერმერების ინტერესების დაცვას ვაგრძელებთ," - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეთანხმება ითვალისწინებს:

  • თანაბარ პირობებს: ბაზარზე ახალი წვდომის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ევროკავშირის წარმოების შესაბამის სტანდარტებთან უკრაინის თანდათანობით შესაბამისობაში მოყვანაზე.
  • მძლავრი დაცვის პირობას: ორივე მხარეს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს დამცავი მექანიზმი შესაბამისი ზომების მისაღებად ისეთ სიტუაციებში, როდესაც იმპორტმა შეიძლება ერთ-ერთი მხარისთვის უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.
  • სავაჭრო კავშირების გაფართოებას: განახლებული შეთანხმება უკრაინის მიერ ევროკავშირთან ვაჭრობის მხარდაჭერასა და ევროკავშირის ზოგიერთი სოფლის მეურნეობის სექტორის ინტერესებს შორის ბალანსს ადგენს.

ასევე, შეთანხმების მიხედვით, უკრაინა იღებს ვალდებულებას, 2028 წლისთვის თანდათანობით მიუახლოვდეს სოფლის მეურნეობის წარმოების სტანდარტებს ევროკავშირის სტანდარტებთან, ევროკავშირში გაწევრიანების მიზნების შესაბამისად.

მსგავსი სიახლეები