კაია კალასი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

01.07.25 11:01
კაია კალასი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

პრემიერმინისტრის ოფისის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგთან, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან, კანონის უზენაესობასთან და მმართველობის რეფორმებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 

პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს სომხეთისადმი მუდმივი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობის ერთგულებას დემოკრატიისა და მშვიდობის განმტკიცების მიმართ," - წერია განცხადებაში. 

ასევე, შეხვედრაზე კაია კალასმა აღნიშნა, რომ სომხეთი და ევროკავშირი არასდროს ყოფილან ერთმანეთთან ისე ახლოს, როგორც ახლა. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა კიდევ უფრო გააღრმავოს პარტნიორობა ყველა მიმართულებით.

კაია კალასმა ხაზი გაუსვა 2024 წლის 5 აპრილს ბრიუსელში ხელმოწერილ სომხეთ-ევროკავშირ-აშშ-ს სამმხრივ განცხადებას, როგორც მნიშვნელოვან ეტაპს სომხეთსა და მის ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში. მისი თქმით, ეს პოლიტიკური დიალოგის ახალი დონის საფუძველს წარმოადგენს.

კალასმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთის მთავრობის ერთგულებას დემოკრატიული რეფორმების მიმართ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარე პარტნიორობის საფუძვლადაც. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ღირებულებები უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობების ფონზე. კაია კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს სომხეთს და მხარი დაუჭიროს ქვეყნის მდგრადობას," - აღნიშნულია განცხადებაში. 

პრემიერმინისტრის ოფისის ცნობით, მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ვიზების ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები