ვოლოდიმირ ზელენსკი ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა
ვოლოდიმირ ზელენსკი და ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა-უკრაინის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს.
სატელეფონო საუბრის დეტალებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
ყველა უკრაინელის სახელით, პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოხატა აზერბაიჯანელ ხალხთან და მიუსამძიმრა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელი მოქალაეები ბრუტალურ დაკავებებთან და ძმები საფაროვების მკვლელობასთან დაკავშირებით. ილჰამ ალიევმა უკვე დადასტურებული დეტალები გააზიარა. ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ რუსების სიძულვილს, შოვინიზმსა და ცინიზმს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, პრეზიდენტებმა განიხილეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლა, ომის დასასრულებლად პარტნიორებთან საერთო ნაბიჯები, ენერგეტიკის სფეროში უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილჰამ ალიევი უკრაინაში მიიწვია.