ბაქოში დაკავებული რუსეთის ყველა მოქალაქე ნაცემია

აზერბაიჯანული სააგენტო APA-ს ინფორმაციით, სამშაბათს საღამოს ბაქოს სასამართლომ ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა რუსეთის რვა მოქალაქეს, რომელთაც სხვა დანაშაულებთან ერთად, ბრალად ირანიდან ნარკოტიკების კონტრაბანდული გზით შემოტანა და კიბერთაღლითობა ედებათ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალების მიხედვით ჩანს, რომ ბევრ მათგანს ცემის კვალი აღენიშნება.
რუსი მოქალაქეების დაკავება მოჰყვა აზერბაიჯანელების მასობრივ დაკავებას ეკატერინბურგში, სადაც, ბაქოს მტკიცებით, ორი დაკავებული დაიღუპა მიყენებული ძალადობის შედეგად.
ოფიციალურად რუსეთის ხელისუფლებას ინფორმაცია დაკავებული მოქალაქეების შესახებ არ გაუვრცელებია, თუმცა რუსულ მედიაში რამდენიმე დაკავებულის სავარაუდო სახელები გავრცელდა.