ჟიტომირთან მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 24

03.07.25 10:15
ჟიტომირთან მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 24

უკრაინაში, ქალაქ ჟიტომირის გარეუბანში, გუშინ აფეთქება მოხდა, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 24, მათ შორის 4 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

მედიის ინფორმაციით, დაშავებულები სამკურნალოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობებიც. 

კიევის მიმართულებით, წრიული გზის უკან, აფეთქება მოხდა. ინციდენტის მიზეზები ამჟამად დგინდება. ყველა სასწრაფო დახმარების სამსახური დაუყოვნებლივ გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე," - აღნიშნულია საქალაქო საბჭოს განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები