რუსეთმა დრონებით ოდესას დაარტყა - არიან დაშავებულები
რუსეთმა დრონებით მორიგი შეტევა მიიტანა ოდესაზე - 9-სართულიან საცხოვრებელი კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მაშველებმა 50 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
ქალაქის მერის ცნობით, მაშველებმა გადაარჩინეს კორპუსის ზედა სართულებზე ბლოკირებული ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.