ინდონეზიაში ბორნის ჩაძირვას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტს ამ დრომდე ეძებენ

03.07.25 10:53
ინდონეზიაში ბორნის ჩაძირვას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტს ამ დრომდე ეძებენ

ინდონეზიაში, საკურორტო კუნძულ ბალის მახლობლად, ბორნის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა. მაშველები 30-ზე მეტ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ეროვნული სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის 29 ადამიანი გადაარჩინეს.

KMP Tunu Pratama Jaya ოთხშაბათს საღამოს აღმოსავლეთ ჯავის ქალაქ ბანიუვანგის კეტაპანგის პორტიდან გასვლის შემდეგ თითქმის ნახევარ საათში ჩაიძირა. ბორნის ჩაძირვა პორტში მორიგე ოფიცერმა დაინახა. ბორანზე 53 მგზავრი, ეკიპაჟის 12 წევრი და 22 სატრანსპორტო საშუალება იმყოფებოდა. 

სამძებრო სამუშაოებში ცხრა ნავი, მათ შორის ორი ბუქსირი და ორი გასაბერი ნავი, ასევე ადგილობრივი მეთევზეები და ნაპირზე მყოფი ადამიანები იღებენ მონაწილეობას. ძლიერმა ტალღებმა და სიბნელემ ღამით სამძებრო სამუშაოები შეაფერხა, თუმცა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, დილით ამინდისა და ზღვის პირობების გაუმჯობესებამ მაშველებს დაკარგულების ძებნის გაგრძელება გაუადვილა.

მსგავსი სიახლეები