პუტინმა კიევზე მასირებული იერიში, ტრამპთან საუბრის შემდეგ, შეგნებულად მიიტანა - სიბიგა

04.07.25 10:30
პუტინმა კიევზე მასირებული იერიში, ტრამპთან საუბრის შემდეგ, შეგნებულად მიიტანა  - სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტი, ანდრეი სიბიგა, 4 ივლისს რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასიურ შეტევებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი ამას შეგნებულად აკეთებს.

„სრულიად საშინელი და უძილო ღამე იყო კიევში — ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მთელი ამ დროის განმავლობაში. ასობით რუსული დრონი და ბალისტიკური რაკეტა თავს დაატყდა უკრაინის დედაქალაქს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პუტინმა პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა. და ის ამას შეგნებულად აკეთებს. საკმარისია ლოდინი! პუტინი ღიად აჩვენებს, როგორ უგულებელყოფს აშშ-სა და ყველას, ვინც ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს,“ — დაწერა სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში.

მინისტრმა ასევე მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მკაცრი სანქციები“ იქნას მიღებული, ხოლო უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო საშუალება თავდაცვისთვის.

„არასწორმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა, მხოლოდ წაახალისოს აგრესორი ტერორის ესკალაციისკენ. ახლა ყველა დანაშაულებრივი რეჟიმები ყურადღებით აკვირდებიან პუტინის ქმედებებს და მათზე რეაგირებას. თუ მას ეს ყველაფერი შერჩება, ყველა მიიღებს ერთმნიშვნელოვან სიგნალს. შეწყვიტეთ მშვიდობის ლოდინი — იმოქმედეთ, რათა მშვიდობა დამყარდეს. მშვიდობა ძალის მეშვეობით,“ — დასძინა დიპლომატმა.

მსგავსი სიახლეები