ევროპაში ანომალიურ სიცხეს, მინიმუმ, 9 ადამიანი შეეწირა

ევროპაში ამ კვირაში, აუტნელი სიცხეს, სულ მცირე, ცხრა ადამიანი შეეწირა. როგორც „Sky News“-ი წერს, იტალიაში ტემპერატურის 38°C-მდე აწევამ ხელისუფლება აიძულა, 17 დიდ ქალაქში, მათ შორის მილანსა და რომში, გამოეცხადებინათ ყველაზე მკაცრი — წითელი — საფრთხის დონე. რამდენიმე რეგიონში აკრძალეს ღია ცის ქვეშ მუშაობა დღის მეორე ნახევარში.
მედიასაშუალებების ცნობით, ბოლოდნოას გარეუბანში, სადაც ასევე წითელი დონე იყო გამოცხადებული, 47 წლის მუშა დაიღუპა, როცა შუადღის სიცხეში ავტოსადგომზე ბეტონს ასხამდა. სააგენტო ANSA იტყობინება, რომ სარდინიას სანაპიროზე ორი 60 წელს გადაცილებული მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო სიცილიის დედაქალაქ პალერმოში — 53 წლის ქალი, რომელმაც სეირნობისას გონება დაკარგა. ადგილობრივი მედიას ცნობით, მას გულის პრობლემები ჰქონდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აუტანელი სიცხეს, რომელსაც „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლე მიაქვს ევროპაში. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 2022 წლის ზაფხულში, რომელიც ევროპის ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო, სიცხის გამო 61 ათასი ადამიანი დაიღუპა.