„აქსიოსი“: ტრამპმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ სურს, დაეხმაროს უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვაში

05.07.25 10:06
„აქსიოსი“: ტრამპმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ სურს, დაეხმაროს უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვაში

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ სურს, დაეხმაროს უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვაში და შეამოწმებს, რა სახის დახმარება შეჩერდა. ამის შესახებ ამერიკული ვებგვერდი „აქსიოსი“ იუწყება.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს რომ ამერიკელ კოლეგასთან  უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები განიხილა. გარდა ამისა  უკვე დაანონსებულია, რომ შეხვედრებს გამართავენ ტრამპის და პუტინის გუნდის წარმომადგენლებიც.

გამოცემა "აქსიოსი" წერს, რომ  ორი ქვეყნის ლიდერი დაახლოებით 40- წუთის განმავლობაში საუბრობდა.

მსგავსი სიახლეები